პროფესიული დიპლომების გადაცემა
დასრულდა სწავლება, საქართველოს საპატრიარქოს ახალი პროფესიული კოლეჯის „საოფისე საქმის“ პროფესიულ პროგრამაზე.
საკვალიფიკაციო კომისიის გადაწყვეტილებით, კურსდამთავრებულებს მიენიჭათ საშუალო პროფესიული კვალიფიკაცია საოფისე საქმეში და 2021 წლის 28 დეკემბერს, 16 პირს გადაეცა პროფესიული დიპლომი.
მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში შექმნილი ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო, სწავლება გარკვეული პერიოდის განმავლობაში მიმდინარეობდა დისტანციურ რეჟიმში, პროფესიულმა სტუდენტებმა შეძლეს თეორიულთან ერთად პრაქტიკული ცოდნის მიღება და სასწავლო პროცესის წარმატებით დასრულება.
აღსანისნავია, რომ პროგრამაზე სწავლება სრულად იქნა დაფინანსებული საქართველოს საპატრიარქოს მიერ.