ახალ პროფესიულ კოლეჯში პროფესიული მომზადების პროგრამის - „ტიხრული მინანქრის ნაკეთობების დამზადება“ - მსმენელებისთვის ჩატარდა მეწარმეობის ტრენინგი, რომლის მიზანი იყო მონაწილეთა ბიზნესუნარების განვითარება და საკუთარი საქმიანობის დაწყებისთვის საჭირო საბაზისო ცოდნის გაძლიერება.
ტრენინგის ფარგლებში მსმენელებმა მიიღეს ინფორმაცია შემდეგ საკითხებზე:
ბიზნესის როლი ეკონომიკაში;
ბაზრის სტრუქტურა და ინფორმაციის მნიშვნელობა;
მეწარმე სუბიექტის არსი და ბიზნესის სახელის შერჩევა (თეორიული და პრაქტიკული ნაწილი);
ბიზნესის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმები, მათი დადებითი და უარყოფითი მხარეები;
ბიზნესის რეგისტრაციისთვის საჭირო პროცედურები და სარეგისტრაციო დოკუმენტების პრაქტიკული გაცნობა;
მცირე ბიზნესის ფარგლებში გადასახადების ადმინისტრირება და რისკების მართვა;
სახელობო სპეციალობის წარმომადგენლებისთვის ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ კანონმდებლობის გაცნობა.
ტრენინგი კურსდამთავრებულებს დაეხმარება პროფესიულ უნარებთან ერთად, უკეთ გაეცნონ მეწარმეობის საფუძვლებს, დაგეგმონ საკუთარი საქმიანობა და პრაქტიკაში გამოიყენონ მიღებული ცოდნა