კოლეჯში სასწავლო პროცესი დაიწყო
2019 წლის 1 ნოემბერს, ახალ პროფესიულ კოლეჯში სასწავლო პროცესი დაიწყო. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის გიდის და საოფისე საქმის პროფესიულ პროგრამებზე ჩაირიცხნენ ის პირები,რომლებმაც დააკმაყოფილეს კანონმდებლობით მოთხოვნილი დაშვების წინაპირობები.
2018 წელს, ახალ პროფესიულ კოლეჯს პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსი (საზოგადოებრივი კოლეჯი) მიენიჭა. ავტორიზაციის თანახმად, პროფესიული მოდულური პროგრამების სრულყოფილად და სტანდარტის შესაბამისობაში მოსაყვანად საჭირო გახდა დაწესებულებაში ჩატარებულიყო სხვადასხვა მიმართულების სამუშაოები (რემონტი, ახალი ინვენტარის შეძენა, ტექნიკის განახლება და სხვა.), რომლებიც სს ,,თელასის“ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.