Skip to main content

ბუღალტრის სპეციალობის პროფესიული სტუდენტების პრეზენტაცია

2012 წლის 19 ივლისს, წმინდა ექვთიმე ღვთისკაცის სახელობის პროფესიულ საგანმანათლებლო კოლეჯში ბუღალტრის სპეციალობის პროფესიული სტუდენტების მიერ გაიმართა პრეზენტაცია ბიზნეს-გეგმის შესახებ. წარმოადგინეს შემდეგი თემები: საგადასახადო ვალდებულებების აღრიცხვა, აგროტურიზმი, ტიხრული მინანქრის წარმოების ხარჯთაღრიცხვა და მომსახურების სააგენტო. სტუდენტებმა თამარ ღამბაშიძემ, შალვა გაგნიძემ, დავით ჟღენტმა, ზურაბ ძმიაშვილმა, ნანიკო შოშიტაშვილმა, ბექა ბექაურმა დეტალურად მიმოიხილეს თითოეული თემა და დამსწრე საზოგადოებას გააცნეს ფინანსური აღრიცხვის სისტემა, 

დებიტი და კრედიტი, დღგ-ს, საშემოსავლო და მოგების გადასახადის აღრიცხვა, ფინანსური ანგარიშების სტრატეგია და სხვა. ასევე თუ როგორ ხდება ტურისტული მარშრუტების კალკულაცია, რა არის საჭირო მომსახურების სააგენტოს შექმნისას, გააანალიზეს სხვადასხვა ხარჯები და მათი ზემოქმედება სხვადასხვა ერთეულის მომგებიანობაზე.