ახალი პროგრამის განხორციელების უფლების მოპოვება
ახალი პროფესიული კოლეჯის მიერ, სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში წარდგენილი განაცხადის საფუძველზე, გასულ თვეში დაწესებულებაში ვიზიტი განახორციელა პროფესიული მომზადებისა და პროფესიული გადამზადების ექსპერტთა ჯგუფმა, რომლებმაც შეამოწმეს „მხატვრული მინის მცირე და საშუალო ნაკეთობათა ფიუზინგის" პროგრამის დადგენილ სტანდარტებთან შესაბამისობა.
ა.წ. 5 აპრილს დაინიშნა სხდომა, რომელზეც განხილულ იქნა საკითხი პროგრამის განხორციელების უფლების მინიჭების თაობაზე.
სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის გადაწყვეტილებით, ახალ პროფესიულ კოლეჯს სრულიად უხარვეზოდ და რეკომენდაციების გარეშე, მიენიჭა უფლება განახორციელოს „მხატვრული მინის მცირე და საშუალო ნაკეთობათა ფიუზინგის“ პროფესიული მომზადების პროგრამა.
აღნიშნულ სპეციალობაზე რეგისტრაცია უახლოეს მომავალში გამოცხადება, სასწავლო პროცესი კი მაისის თვეში დაიწყება.