ტიხრული მინანქრის ნაკეთობების დამზადება
პროგრამის მიზანი:
პროგრამის მიზანია მოამზადოს ტიხრული მინანქრის ნაკეთობების დამზადების სპეციალისტები, რომლებიც შეძლებენ პროგრამის ფარგლებში მიღებული თეორიული ცოდნისა და გამომუშავებული უნარების საფუძველზე ხარისხიანი ნაკეთობების მაღალკვალიფიციურად დამზადებას.
პროგრამის შინაარსი:
- უსაფრთხოების წესების გაცნობა;
- მომინანქრებისთვის გამოყენებული მასალები და მათი ნიშან-თვისები;
- მინანქრის ფხვნილის დამზადების ხერხების აღწერა;
- მომინანქრებისთვის გამოყენებული ლითონის სახეები;
- ტიხრული მომინანქრების ოპერაციების თანმიმდევრობა;
- მომინანქრებისთვის გამოყენებული ინსტრუმენტების, ხელსაწყო-იარაღების, დანადგარების გაცნობა–გამოყენების ინსტრუქციები;
- მინანქრის დასადებად მომზადების ძირითადი ოპერაციების, დადგენილი წესების შესაბამისად შესრულება;
- პალიტრის მომზადების ძირითადი ოპერაციების განხორციელება წესების შესაბამისად;
- მინანქრის დასადებად ფირფიტის დამუშავების ოპერაციების შესრულება დადგენილი წესის შესაბამისად;
- ფუძეზე ტიხრებით კონტურული ნახატის შექმნის ოპერაციების, წესების ზუსტი დაცვით შესრულება;
- მინანქარის ტიხრებში განთავსების ოპერაციების თანმიმდევრულად და წესების ზუსტი დაცვით განხორციელება;
- ნიმუშისთვის დასრულებული სახის მიცემის ძირითადი ოპერაციების, თანმიმდევრულად და წესების დაცვით განხორციელება;
- მომინანქრების ოპერაციების ხარისხის დადგენილი წესების მიხედვით შემოწმება;
- შესრულებული ოპერაციების დეფექტების და ხარვეზების დადგენილი წესის შესაბამისად შესწორება;
- ესკიზის შესაბამისად, ტიხრული მინანქრის ნამუშევარის (სამკაული ან სუვენირი) შექმნა ბრტყელ ზედაპირზე;
პროგრამის აღწერილობა:
სწავლის ხანგრძლივობა: 12 კვირა (3 თვე) - 120 საათი. მოიცავს, როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ მეცადინეობას. პროგრამა ითვალისწინებს სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების ფორმას.
სწავლების ენა: ქართული
მისაღები პროცედურები:
პროგრამაზე დაშვების წინაპირობა: საბაზო ზოგადი განათლება;
დაინტერესებულმა პირებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ შემდეგ ბმულზე: https://vet.emis.ge/#/training-programs
რეგისტრაციის დასრულების შემდეგ, ჩატარდება გასაუბრება, რომლის დროსაც მსმენელმა უნდა წარმოადგინოს (მატერიალური ან ციფრული სახით) პირადობის მოწმობა და განათლების დამადასტურებელი დოკუმნეტი;
შერჩევის კრიტერიუმები:
• მოტივაცია
• კომუნიკაციის უნარი
• კომპიუტერული უნარ-ჩვევები
სერტიფიკატი
პროგრამის ყველა შედეგის დასრულების შემდეგ, მსმენელებს გადაეცემათ სახელმწიფოს მიერ აღიარებული სერტიფიკატი.
საკონტაქტო ინფორმაცია
ა(ა)იპ ახალი პროფესიული კოლეჯი, ქ. თბილისი, (სოფელი დიღომი), დავით აღმაშენებლის ქუჩა 52
ტელ: 585890320
ელ. ფოსტა: