საქმისმწარმოებელი
პროგრამის მიზანი:
პროგრამის მიზანია, სახელმწიფო თუ კერძო ორგანიზაციებისთვის მოამზადოს კვალიფიციური სპეციალისტები, რომლებიც სწავლების დროს მიღებული თეორიული ცოდნისა და რეალურ გარემოში გამომუშავებული პრაქტიკული უნარების საფუძველზე, შეძლებენ თანამედროვე მეთოდებით განახორციელონ დოკუმენტბრუნვა საქმისწარმოების ერთიანი წესის შესაბამისად;
პროგრამის შინაარსი:
- საქმისმწარმოებლის პროფესიული მოვალეობები;
- კორესპონდენციის ელექტრონული მართვა/წარმოება ავტომატიზირებული სისტემის,
ციფრული ტექნოლოგიებისა და აპლიკაციების საშუალებით; - საკანონმდებლო ნორმატიული აქტები და მათი გამოყენება პროფესიულ საქმიანობაში;
- სხვადასხვა დოკუმენტებსა და ბლანკებზე შტამპებისა და ბეჭდების გამოყენების წესები;
- კორესპონდენციის და სარეგისტრაციო ჟურნალების დამუშავება-წარმოება;
- მმართველობითი (საგანმკარგულებლო) დოკუმენტების მომზადება/გაფორმება/რეგისტრაცია;
- საინფორმაციო და საცნობარო დოკუმნეტების შედგენა;
- საორგანიზაციო დოკუმნეტების პროექტების მომზადება;
- დაწესებულების პერსონალთან დაკავშირებული დოკუმნეტების მომზადება;
- საქმიანი ურთიერთობების ეთიკისა და ესთეთიკის წესები;
- მიღებისა და შეხვედრების პროტოკოლი;
- საქმიანი ვიზიტების (მივლინების) ორგანიზება;
- სამუშაო დროის დაგეგმვა, დავალებებისა და საქმეების გადანაწილება პრიორიტეტების მიხედვით, დროის მენეჯმენტი;
- საარქივო საქმისწარმოება.
პროგრამის აღწერილობა:
სწავლის ხანგრძლივობა: 12 კვირა (3 თვე) - 144 საათი. მოიცავს, როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ მეცადინეობას. პროგრამა ითვალისწინებს სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების ფორმას.
სწავლების ენა: ქართული
მისაღები პროცედურები:
პროგრამაზე დაშვების წინაპირობა: სრული ზოგადი განათლება;
დაინტერესებულმა პირებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ შემდეგ ბმულზე: https://vet.emis.ge/#/training-programs
რეგისტრაციის დასრულების შემდეგ, ჩატარდება გასაუბრება, რომლის დროსაც მსმენელმა უნდა წარმოადგინოს (მატერიალური ან ციფრული სახით) პირადობის მოწმობა და განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი;
შერჩევის კრიტერიუმები:
• მოტივაცია
• კომუნიკაციის უნარი
• საოფისე პროგრამების ცოდნა
სერტიფიკატი
პროგრამის ყველა შედეგის დასრულების შემდეგ, მსმენელებს გადაეცემათ სახელმწიფოს მიერ აღიარებული სერტიფიკატი.
საკონტაქტო ინფორმაცია
ა(ა)იპ ახალი პროფესიული კოლეჯი, ქ. თბილისი, (სოფელი დიღომი), დავით აღმაშენებლის ქუჩა 52
ტელ: 585890320
ელ. ფოსტა: