Skip to main content

მხატვრული მინის ფიუზინგი

პროგრამის მოკლე აღწერა

პროფესიული მომზადების პროგრამა განკუთვნილია ყველა დაინტერესებული პირისთვის, რომელსაც აქვს საბაზო განათლება და სურს მოკლე დროში შეიძინოს მინის მხატვრული დამუშავებისთვის საჭირო ცოდნა და პრაქტიკული უნარ-ჩვევები.

პროგრამის მიზანი

პროგრამის მიზანია მოამზადოს და შრომის ბაზარს მიაწოდოს კვალიფიციური სპეციალისტები, რომლებიც მიღებული თეორიული ცოდნისა და პრაქტიკული უნარების საფუძველზე შეძლებენ ფიუზინგის ტექნიკით სხვადასხვა დეკორატიული და პრაქტიკული დანიშნულების ნაკეთობების შექმნას, მათ შორის ჭიქის დასადებების, ყველის დაფების, სამკაულების, პანოების, კედლის სანათების, სურათის ჩარჩოებისა და სხვა სახის ნაკეთობების დამზადებას.

პროგრამა ასევე მიზნად ისახავს მსმენელებში დასაქმებისა და თვითდასაქმებისთვის საჭირო უნარების განვითარებას.

პროგრამის ფარგლებში მსმენელები შეისწავლიან:

·       ფიუზინგისთვის ესკიზის შექმნას;

·       ფიუზინგის ტექნიკით ფილებისა და რელიეფური ფორმების დამზადებას;

·       მოზაიკის ტექნიკით მინის ზედაპირის მოპირკეთებას;

·       მინის გრავირებას ან მოხატვას.

პროგრამის ხანგრძლივობა: 12 კვირა (150 საათი). კვირეული საათობრივი დატვირთვა - 12-14 საათი.

სწავლების ფორმა: პროგრამა აერთიანებს თეორიულ და პრაქტიკულ სწავლებას და ითვალისწინებს სამუშაოზე დაფუძნებულ სწავლებას. სასწავლო პროცესი მიმდინარეობს კოლეჯის თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ სასწავლო ბაზაზე.

დასაქმების შესაძლებლობები: პროგრამის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულს შეეძლება დასაქმდეს შესაბამისი პროფილის საწარმოებსა და სახელოსნოებში ან დამოუკიდებლად დაიწყოს პროფესიული საქმიანობა.

სერტიფიკატი: პროგრამით გათვალისწინებული სწავლის შედეგების წარმატებით დადასტურების შემდეგ კურსდამთავრებულს გადაეცემა სახელმწიფოს მიერ აღიარებული სერტიფიკატი დანართით.

საკონტაქტო ინფორმაცია

ა(ა)იპ პროფესიული კოლეჯი „სახელობო სკოლა“

მისამართი: ქ. თბილისი, სოფელი დიღომი, დავით აღმაშენებლის ქუჩა №52

ტელეფონი: 585 89 03 20

ელ. ფოსტა: This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.