Proficollege

http://www.1canadianantibiotics.com/

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის აღსაყდრებიდან 35-ე წლისთავი

().პ წმინდაექვთიმეღვთისკაცისსახელობისპროფესიულსაგანმანათლებლოკოლეჯის აკადემიური პერსონალი და პროფესიული სტუდენტები ულოცავს სრულიადსაქართველოსკათოლიკოს-პატრიარქსმცხეთა-თბილისმთავარეპისკოპოსს, ბიჭვინთისა დაცხუმ-აფხაზეთისმიტროპოლიტსუწმინდესსადაუნეტარესსილია II საპატრიარქოტახტზე  აღსაყდრები 35-წლისთავს. დღესასწაულთან დაკავშირებით კოლეჯში პროფესიული  სტუდენტებისთვის მოეწყო ფილმის - ,,სტუმრად პატრიარქთან“ ჩვენება.

სასწავლო პრაქტიკა მცხეთის რეგიონში

2012 წლის 8 დეკემბერს, ააიპ წმინდა ექვთიმე ღვთისკაცის სახელობის პროფესიულ საგანმანათლებლო კოლეჯის გიდის სპეციალობის პროფესიულმა სტუდენტებმა მოაწყვეს სასწავლო ტური მცხეთაში - მოინახულეს სვეტიცხოველი, ჯვრის მონასტერი, შიო-მღვიმე, სამთავროს დედათა მონასტერი და სამთავროს ველი (სამაროვანი აკლდამები), სადაც მომავალმა გიდებმა განიხილეს აღნიშნული ძეგლების მნიშვნელობა, ისტორია, ხუროთმოძღვრული განვითარების ეტაპები და არქეოლოგიის საკითხები.

მოდელ ტური ძველ თბილისში

2012 წლის 1 დეკემბერს, ააიპ წმინდა ექვთიმე ღვთისკაცის სახელობის პროფესიულ საგანმანათლებლო კოლეჯის გიდის სპეციალობის პროფესიულმა სტუდენტებმა მოაწყვეს გასვლითი ტური ძველ თბილისში.

 საფეხმავლო მოდელ ტურზე სტუდენტებმა განიხილეს ძველი თბილისის ღირშესანიშნაობების ადგილმდებარეობანი და ასევე მიიღეს უნარ-ჩვევები თუ როგორ უნდა მართოს გიდმა ტურისტების დიდი ჯგუფი და იზრუნოს მათ უსაფრთხოებაზე.  

სემინარი - გიდის სპეციალობის პროფესიული სტუდენტებისათვის

2012 წლის 9 ნოემბერს, ააიპ წმინდა ექვთიმე ღვთისკაცის სახელობის პროფესიულ საგანამანათლებლო კოლეჯში გიდის სპეციალობის პროფესიული სტუდენტებისათვის მოეწყო სემინარი, რომელიც მათ  დაეხმარება პროფესიული უნარ- ჩვევების ჩამოყალიბებაში.

  სემინარზე განხორციელდა წინასწარ შერჩეული ისტორიული ძეგლების ფოტო მასალის ახსნა-აღწერა, ვიზუალური პრიორიტეტების შერჩევა და ინტერპრეტაცია საუბრის დროს, რაც ასევე ხელს უწყობს მომავალი გიდის მეტყველების, დაკვირების და ლოგიკის გაუმჯობესებას.