2018 წლის 22 მარტს, სასტუმრო ქორთიარდ მარიოტში, საქართველო-ბელორუსის ბიზნეს-ფორუმი გაიმართა

ფორუმის ფარგლებში, ქალაქ მინსკის აღმასრულებელი კომიტეტის და თბილისის მერიის ორგანიზებით მოეწყო სექცია -,,თანამედროვე მინსკი და თბილისი“, რომელზეც სტუმრად მიწვეული იყო საქართველოს საპატრიარქოს საქველმოქმედო ფონდ ,,ლაზარეს“ მიერ დაფუძნებული ,,ახალი პროფესიული კოლეჯი“ და ,,ფერმერთა სკოლა“. სექციაზე წარმოდგენილი იყო სხვადასხვა თემატიკა : თბილისისა და მინსკის ეკონომიკა, ტურიზმი, საკვები მრეწველობა (მათ შორის სოფლის მეურნეობის) და სხვა.