Proficollege

http://www.1canadianantibiotics.com/

ოფისის მენეჯერის სპეციალობის სტუდენტების სემინარი

წმ. ექვთიმე ღვთისკაცის სახელობის საგანმანათლებლო კოლეჯში, ოფისის მენეჯერის სპეციალობის პროფესიული სტუდენტებისთვის ჩატარდა სემინარი შემდეგ თემებზე:

 1. თანამედროვე ოფისი და ოფისის მენეჯმენტი;
 2. ოფისის მენეჯერის ფუნქცია-მოვალეობები;
 3. დროის მენეჯმენტი და სამუშაო დღის ორგანიზება;
 4. მართვის მთავარი ასპექტები, დაგეგმვის ფუნქციები; 

კოლეჯში ახალი 2015-2016 სასწავლო წელი დაიწყო

წმ. ექვთიმე ღვთისკაცის სახელობის საგანმანათლებლო კოლეჯში 2015 წლის 12 ოქტომბერს ახალი სასწავლო წელი დაიწყო.

კოლეჯის სააქტო დარბაზში შეკრებილ სტუდენტებსა და პედაგოგებს, ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა კოლეჯის დირექტორმა ბატონმა რეზო შარაბიძემ და წარმატებები უსურვა მათ.

საქართველოს საპატრიარქოს წმ.ექვთიმე ღვთისკაცის სახელობის პროფესიული კოლეჯი აცხადებს მიღებას 2015-2016

საქართველოს საპატრიარქოს წმ.ექვთიმე ღვთისკაცის სახელობის პროფესიული კოლეჯი აცხადებს მიღებას 2015-2016 სასწავლო წლისათვის შემდეგ სპეციალობებზე:

  ოფისის-მენეჯერი 

  ბუღალტერი

  მემინანქრე

  სამკერვალო ნაწარმის სპეციალისტი

  

კორესპონდენტების ჯგუფის სემინარი

19 მარტს კოლეჯის სააქტო დარბაზში ჩატარდა სემინარი თემაზე ,,შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები“. სემინარს ესწრებოდნენ კოლეჯის სტუდენტები, პედაგოგები და ადმინისტრაცია.

სტუდენტებმა კარგად მოირგეს სხვადასხვა სფეროს მოწვეული სპეციალისტების როლები. სემინარის წაყვანას წარმატებით გაართვა თავი კორესპონდენტების ჯგუფის სტუდენტმა ეთერ სულაბერიძემ. შეხვედრა მიმდინარეობდა კითხვა-პასუხის, დისკუსიის რეჟიმში, აჩვენეს ვიდეორგოლები განსაკუთრებული საჭიროების მქონე ადამიანებზე.

აღნიშნული სემინარი შეადგენდა სასწავლო პრაქტიკის ნაწილს და შემდეგშიც გაგრძელდება.