Proficollege

http://www.1canadianantibiotics.com/

ავტორიზებული კოლეჯის სტატუსის მინიჭება

  2011 წლის 8 სექტემბერს, 18 საათზე, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში, გაიმართა საგანმანათლებლო დაწესებულების აკრედიტაციის საბჭოს სხდომა. ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებით ა (ა) იპ წმინდა ექვთიმე ღვთისკაცის სახელობის პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებას მიენიჭა ავტორიზებული კოლეჯის სტატუსი 

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II სტუმრობა კოლეჯში

2011 წლის 17 ოქტომბერს, საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ექვთიმე ღვთისკaაცის სახელობის პროფესიულმა კოლეჯმა სასწავლო  პროცესი განაახლა. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II მობრძანებას კოლეჯის ადმინისტრაცია, აკადემიური პერსონალი, სტუდენტები და მოწვეული სტუმრები დიდი სიხარულითა და სიყვარულით შეხვდნენ.