Proficollege

http://www.1canadianantibiotics.com/

სემინარი

14 ივნისს კოლეჯში ჩატარდა სემინარი, რომელიც მოიცავდა როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ სამუშაოს ტიხრულ მინანქარში. პედაგოგი ივანე კოკაია.
თეორიულ ნაწილს უძღვებოდნენ: მარიამ გიგანი,რუსუდან სიმონიშვილი,მარიამ ადამაშვილი. მათ წარმოგვიდგინეს ქართული ტიხრული მინანქრის ისტორია,მისი დეკორაციული გამოყენება ხელოვნებაში და დამზადების პროცესის მოკლე მიმოხილვა. სემინარის მსვლელობაში ჩართული იყო ყველა სტუდენტი.პრექტიკული სამუშაოს შესრულებაში მონაწილეობა მოწვეულმა სტუმრებაც მიიღეს.
კმაყოფილებით გვინდა ავღნიშნოთ, რომ მუშაობის პროცესმა და ჯგუფის ჩართულობამ დიდი მოწონება დაიმსახურა.

გამოფენა

12 ივნისს, კოლეჯის სააქტო დარბაზში სამკერვალო ნაწარმის სპეციალობის პროფესიულმა სტუდენტებმა პედაგოგ ლალი მანთაშაშვილის ხელმძღვანელობით მოაწყვეს ნამუშევრების პრეზენტაცია.
ჩვენება ორი ნაწილისგან შედგებოდა: 
წარმოადგინეს დასრულებული ნამუშევრები და ამავდროულად, შექმნეს სამუშაო პროცესი. წარმოდგენილი სამოსის უმრავლესობას სადღესასწაულო-საქორწინო კაბები შეადგენდა, თუმცა არც ყოველდღიური ტანსაცმელი დარჩათ უყურადღებოდ.
პრეაზენტაციამ წარმატებით ჩაიარა და დამსწრე საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურა.

ოფისის-მენეჯერის სტუდენტებთან ჩატარდა სემინარი

ოფისის-მენეჯერის სპეციალობის პროფესიულ სტუდენტებთან ჩატარდა სემინარი, ეკატერინე კახიშვილის ხელძღვანელობით.

 თემატიკა:
  1. სააღმსრულებლო-საგანმკარგულებლო დოკუმენტები და მათი გაფორმების წესები;
  2. ფინანსური დოკუმენტების გამოყენების თავისებურებანი.
  3. პირადი შემადგენლობის დოკუმენტების გაფორმების წესები.