Proficollege

http://www.1canadianantibiotics.com/

შედეგების დადასტურების პროცესი - პირველი ეტაპი

საქართველოს საპატრიარქოს ახალ პროფესიულ კოლეჯში, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული რეკომენდაციების სრული დაცვით სასწავლო პროცესი ნაწილობრივ განახლდა და საოფისე საქმის პროფესიულ პროგრამაზე შედეგების დადასტურების პროცესი მიმდინარეობს.

შეხვედრა პროფესიულ სტუდენტებთან

5 თებერვალს, ა(ა)იპ ახალი პროფესიული კოლეჯის დირექტორისა და პროფესიულ სტუდენტთა შეხვედრა ონლაინ რეჟიმში გაიმართა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების სწავლების ონლაინ რეჟიმში განხორციელებისას არსებულ გამოწვევებსა და სალექციო პროცესში სტუდენტთა აქტიური ჩართულობის მნიშვნელობას.

დისტანციური სწავლების გახანგრძლივება

2020 წლის 15 ოქტომბერს, ა(ა)იპ ახალ პროფესიულ კოლეჯში ჯანდაცვის სამინისტროს, შრომის უსაფრთხოების სამსახურმა განხორციელა შემოწმება ახალი კორონავირუსით გამოწვეულ ინფექციასთან დაკავშირებული რეკომენდაციების დაკმაყოფილების თაობაზე.

კომისიის გადაწყვეტილებით, გაიცა დადებითი დასკვნა სწავლების არადისტანციურ, რეალურ გარემოში დაწყების თაობაზე.

დისტანციური სწავლება

ახალ პროფესიულ კოლეჯში სასწავლო პროცესი განახლდა.
საოფისე საქმისა და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის გიდის პროფესიულ პროგრამებზე

სწავლება დისტანციურ რეჟიმში 2020 წლის 19 ოქტომბრამდე გაგრძელდება.