Proficollege

http://www.1canadianantibiotics.com/

პირველი შუალედური გამოცდები

წმ. ექვთიმე ღვთისკაცის სახელობის პროფესიულ-საგანმანათლებლო კოლეჯში 2015 წლის 20-დან 23 იანვრის ჩათვლით ჩატარდა პირველი შუალედური გამოცდები შემდეგ სპეციალობებზე: ოფისის მენეჯერის, კორესპოდენტის, ბუღალტერიის, მემინანქრის.

გამოცდების მიმდინარეობისას გამოიკვეთა კოლეჯის ადმინისტრაციის, პედაგოგიური კოლექტივისა და სტუდენტების მხრიდან დაკისრებული საქმისადმი პასუხისმგებლური დამოკიდებულება.

პარაკლისი წმინდა ექვთიმე ღვთისკაცის კოლეჯში

2014 წლის 9 დეკემბერს წმინდა ექვთიმე ღვთისკაცის სახელობის პროფესიულ-საგანმანათლებლო კოლეჯში, კოლეჯის დირექტორის თხოვნით და მოწვევით, მობრძანდა მღვდელმონაზონი მირიანი (შენგელია). დალოცა სტუდენტები, პედაგოგები, ადმინისტრაცია. გადაიხადა ღვთისმშობლის პარაკლისი, ჩაატარა ზეთისცხება და გადაიხადა მიცვალებულთა მოსახსენიებელი პანაშვიდი.

ბუღალტერის სპეციალობის პროფესიული სტუდენტების სემინარი

წმ. ექვთიმე ღვთისკაცის სახელობის საგანმანათლებლო კოლეჯში, ბუღალტერის სპეციალობის პროფესიული სტუდენტებისთვის ჩატარდა სემინარი შემდეგ თემებზე:

   1.  აღრიცხვის სახეები;
   2.  ბუღალტრული აღრიცხვის საგანი და მეთოდი;
   3.  ბუღალტრული ბალანსი;
   4.  ბუღალტრული ანგარიშები;
   5.  ბუღალტრული გატარებების შედგენა.

კორესპონდენტის სპეციალობის პროფესიული სტუდენტების სემინარი

წმ. ექვთიმე ღვთისკაცის სახელობის საგანმანათლებლო კოლეჯში, კორესპონდენტის სპეციალობის პროფესიული სტუდენტებისთვის ჩატარდა სემინარი შემდეგ თემებზე:

  1.  საინფორმაციო სამსახურის სტრუქტურა და მუშაობის პრინციპები;
  2.  საინფორმაციო გამოშვება - კონტეტი (შინაარსი). რეპორტაჟების თემატიკა და ჟანრობრივი დიფერენციაცია;
  3.  პრაქტიკული მეცადინეობა - LIFE TO TAPE, გადაფარვა, ,,კორესპოდენტი კადრში”.