Skip to main content

წმ. ექვთიმე ღვთისკაცის დაბადებიდან 150 და გარდაცვალებიდან 60 წლისთავისადმი მიძღვნილი მსვლელობა

21 თებერვალს ექვთიმე ღვთისკაცის დაბადებიდან 150 და გარდაცვალებიდან 60 წლისთავთან დაკავშირებით მოეწყო მსვლელობა ვერის ბაღიდან, მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში. ღონისძიების ორგანიზებაში სასულიერო პირებთან, საპატრიარქოს ახალგაზრდული ცენტრის წარმომადგენლებთან და ჩოხოსნებთან ერთად მონაწილეობა მიიღო ა(ა)ი.პ წმინდა ექვთიმე ღვთისკაცის სახელობის პროფესიული კოლეჯის სტუდენტებმა და ადმინისტრაციამ. წმინდა ექვთიმეს საფლავთან აღევლინა სავედრებელი პარაკლისი, რომლის დასრულების შემდგომ კოლეჯის სტუდენტებმა გვირგვინით შეამკეს წმინდანის საფლავი.