Skip to main content

წლის შემაჯამებელი გამოფენა

2023 წლის 19 დეკემბერს, ა(ა)იპ ახალ პროფესიულ კოლეჯში ჩატარდა წლის შემაჯამებელი გამოფენა.
წარმოდგენილი იყო:
"ტიხრული მინანქრის ნაკეთობის დამზადების,"
"️ქალის მსუბუქი ტანსაცმლის კერვის,"
"️მხატვრული მინის მცირე და საშუალო ნაკეთობების ფიუზინგის," - პროფესიული მომზადების პროგრამების მსმენელთა მიერ შექმნილი ნამუშევრები.

ღონისძიებას უძღვებოდა საქმისმწარმოებლის პროფესიული მომზადების პროგრამის მსმენელთა ჯგუფი, რომლებმაც პროგრამის პრაქტიკული ნაწილის დადასტურების ფარგლებში, ორგანიზება და ტექნიკური მხარდაჭერა გაუწიეს აღნიშნული გამოფენის ჩატარებას.
კოლეჯის ქართულენოვანი რელიგიური ტურის გიდის პროფესიული მომზადების მსმენელებმა კი, დამსწრე საზოგადოებისთვის წარმოადგინეს პრეზენტაცია,რომელშიც შეჯამებული იყო მათ მიერ სწავლის პერიოდში განვლილი ტურები;
ღონისძიებას ესწრებოდნენ მოწვეული სტუმრები, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის და პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები.
საგამოფენო ნამუშევრებმა დამსწრე საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურა.