Skip to main content

ტრენინგი თემაზე დოკუმენტბრუნვის ერთიანი ელექტრონული სისტემა (eFlow)

2023 წლის 8 ივნისს, ახალ პროფესიულ კოლეჯში, "დოკუმენტბრუნვის ერთიანი ელექტრონული სისტემის’’ (eflow) დანერგვის მიზნით, ადმინისტრაციის წევრებისთვის ჩატარდა ტრენინგი, რომლის მიზანი იყო ელექტრონული დოკუმენტბრუნვის გამოცდილების გაზიარება და eflow-ს სისტემის დანერგვასთან დაკავშირებული საკითხების განხილვა.
ტრენინგს უძღვებოდა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ტრენერ-კონსულტანტი, ქალბატონი ხათუნა ციხელაშვილი.