Skip to main content

სემინარი - გიდის სპეციალობის პროფესიული სტუდენტებისათვის

2012 წლის 9 ნოემბერს, ააიპ წმინდა ექვთიმე ღვთისკაცის სახელობის პროფესიულ საგანამანათლებლო კოლეჯში გიდის სპეციალობის პროფესიული სტუდენტებისათვის მოეწყო სემინარი, რომელიც მათ  დაეხმარება პროფესიული უნარ- ჩვევების ჩამოყალიბებაში.

სემინარზე განხორციელდა წინასწარ შერჩეული ისტორიული ძეგლების ფოტო მასალის ახსნა-აღწერა, ვიზუალური პრიორიტეტების შერჩევა და ინტერპრეტაცია საუბრის დროს, რაც ასევე ხელს უწყობს მომავალი გიდის მეტყველების, დაკვირების და ლოგიკის გაუმჯობესებას.