Skip to main content

სასწავლო პრაქტიკა მცხეთის რეგიონში

2012 წლის 8 დეკემბერს, ააიპ წმინდა ექვთიმე ღვთისკაცის სახელობის პროფესიულ საგანმანათლებლო კოლეჯის გიდის სპეციალობის პროფესიულმა სტუდენტებმა მოაწყვეს სასწავლო ტური მცხეთაში - მოინახულეს სვეტიცხოველი, ჯვრის მონასტერი, შიო-მღვიმე, სამთავროს დედათა მონასტერი და სამთავროს ველი (სამაროვანი აკლდამები), სადაც მომავალმა გიდებმა განიხილეს აღნიშნული ძეგლების მნიშვნელობა, ისტორია, ხუროთმოძღვრული განვითარების ეტაპები და არქეოლოგიის საკითხები.

ამ ტიპის სასწავლო ტურები ხელს უწყობს ჩვენი კოლეჯის სტუდენტების პროფესიული უნარ-ჩვევების ზრდა-განვითარებას.