Skip to main content

სასწავლო ექსკურსია ძველ თბილისში

16 ნოემბერს, ა(ა)იპ ახალი პროფესიული კოლეჯი-ს პროფესიული პროგრამა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის გიდის სტუდენტებისთვის კოლეჯის ადმინისტრაციის ხელშეწყობით განხორციელდა პირველი პრაქტიკული, სასწავლო ექსკურსია ძველ თბილისში.

სტუდენტებმა ექსკურსიის ფარგლებში მოინახულეს: მოსწავლე - ახალგაზრდობის სასახლე, საქართველოს პარლამენტის სასახლე, ქაშვეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი, საქართველოს პარლამენტის ილია ჭავჭავაძის სახელობის ეროვნული ბიბლიოთეკის ადმინისტრაციული შენობა, სიმონ ჯანაშიას სახელლობის საქართველოს ეროვნული მუზეუმი, თავისუფლების მოედანი და თბილისის საკრებულოს შენობა, მარიამ ღვთისმშობლის ზეცად აღყვანების თბილისის კათოლიკური ეკლესია, გუდიაშვილის მოედანი, ზემო ბეთლემის ტაძარი და კლდისუბანი, ათეშგა, ციხე-სიმაგრე ნარიყალა, თბილისის ჯუმა მეჩეთი, აბანოთუბანი და ლეღვთახევი, თბილისის არქეოლოგიური მუზეუმი.

ჩვენი სტუდენტის ნიკა რეხვიაშვილის ინიციატივით, სტუდენტებმა დაათვალიერეს ეროვნულ ბიბლიოთეკაში გამოფენილი ნოდარ რეხვიაშვილის ნახატები - რაჭის ულამაზესი ხედები. 

აღნიშნული პრაქტიკული ექსკურსიის დროს სტუდენტები გაეცნენ ნანახი კულტურული ძეგლების მნიშვნელობას, საქართველოში არსებულ სხვადასხვა რელიგიური კონფესიების რელიგიურ ნაგებობეს და თბილისის ისტორიულ ძეგლებს. გაეცნენ კულტურულ - შემეცნებით სამუზეუმო და პილიგრიმული ტურის დაგეგმვა - ჩატარების სპეციფიკას.