Skip to main content

მხატვრული მინის მასტერკლასი

2023 წლის 28-29 ივნისს, ახალ პროფესიულ კოლეჯში ჩატარდა მხატვრული მინის ორ დღიანი მასტერკლასი, რომელზეც მონაწილეებს საშუალება მიეცათ თავად შეექმნათ გარკვეული ტიპის მცირე ნაკეთობები, გაცნობოდნენ კოლეჯს და მიეღოთ მეტი ინფორმაცია პროფესიული მომზადების პროგრამა "მხატვრული მინის მცირე და საშუალო ნაკეთობების ფიუზინგის" შესახებ. მასტერკლასს უძღვებოდა პროფესიული მომზადების პროგრამის ,,მხატვრული მინის მცირე და საშუალო ნაკეთობების ფიუზინგი“ – განმახორციელებელი ნინო სიხუაშვილი.