Skip to main content

კორესპონდენტების ჯგუფის სემინარი

19 მარტს კოლეჯის სააქტო დარბაზში ჩატარდა სემინარი თემაზე ,,შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები“. სემინარს ესწრებოდნენ კოლეჯის სტუდენტები, პედაგოგები და ადმინისტრაცია.

სტუდენტებმა კარგად მოირგეს სხვადასხვა სფეროს მოწვეული სპეციალისტების როლები. სემინარის წაყვანას წარმატებით გაართვა თავი კორესპონდენტების ჯგუფის სტუდენტმა ეთერ სულაბერიძემ. შეხვედრა მიმდინარეობდა კითხვა-პასუხის, დისკუსიის რეჟიმში, აჩვენეს ვიდეორგოლები განსაკუთრებული საჭიროების მქონე ადამიანებზე.

აღნიშნული სემინარი შეადგენდა სასწავლო პრაქტიკის ნაწილს და შემდეგშიც გაგრძელდება.