Skip to main content

ანტინარკოტიკული კამპანია და გადაუდებელი დახმარება

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ექვთიმე ღვთისკაცის სახელობის პროფესიული საგანმანათლებლო კოლეჯში 2014 წლის 7 მაისს საქართველოში მიმდინარე ანტინარკოტიკული კამპანიის ფარგლებში ჩატარდა სემინარი თემაზე: ნარკომპანია თანამედროვე რეალობაში.

სემინარი ჩატარდა კოლეჯის პედაგოგის - ექიმ-თერაპევტი, ქალბატონი ლია ნადარეიშვილის ხელმძღვანელობით.

თემის განხილვისას ყურადღება გამახვილდა იმაზე, თუ რას წარმოადგენს ნარკომანია, რა სახის ნარკოტიკების მიმოქცევა და მოხმარება ხდება მსოფლიოში, როგორია ნარკოტიკების დამღუპველი მოქმედება ადამიანის ორგანიზმზე და რა საფრთხე ემუქრება მომავალ თაობასა და მთლიანად ქვეყანას.

საუბარი შეეხო საქართველოში მიმდინარე ანტინარკოტიკულ კამპანიას, კლუბურ ნარკოტიკებს, ახალ ფსიქოაქტიურ ნივთიერებებს, ე.წ. ბიონარკოტიკებს.

ასევე, ექთნის თანაშემწის სპეციალობის სტუდენტების მონაწილეობით ჩატარდა ტრენინგი - პრეზენტაცია თემაზე: გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ჩატარების პრინციპები.  

თემის წარმოდგენაში მონაწილეობა მიიღო ექთნის თანაშემწის სპეციალობის ყველა სტუდენტმა. სტუდენტებმა განმარტეს და პრაქტიკულადაც წარმოუდგინეს დამსწრეებს გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ჩატარების წესები და პრინციპები ექსტრემალურ სიტუაციებში.

სემინარს ესწრებოდნენ კოლეჯის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, სტუდენტები და პედაგოგები. სემინარმა დამსწრეთა დაინტერესება  და მოწონება დაიმსახურა.