პროგრამის მიზანი:

პროგრამის მიზანია, სახელმწიფო თუ კერძო ორგანიზაციებისთვის მოამზადოს კვალიფიციური სპეციალისტები, რომლებიც სწავლების დროს მიღებული თეორიული ცოდნისა და რეალურ გარემოში გამომუშავებული პრაქტიკული უნარების საფუძველზე, შეძლებენ თანამედროვე მეთოდებით განახორციელონ დოკუმენტბრუნვა საქმისწარმოების ერთიანი წესის შესაბამისად;

პროგრამის შინაარსი:

•  საქმისმწარმოებლის პროფესიული მოვალეობები;
•  კორესპონდენციის ელექტრონული მართვა/წარმოება ავტომატიზირებული სისტემის,
    ციფრული ტექნოლოგიებისა და აპლიკაციების საშუალებით;

•  საკანონმდებლო ნორმატიული აქტები და მათი გამოყენება პროფესიულ საქმიანობაში;
•  სხვადასხვა დოკუმენტებსა და ბლანკებზე შტამპებისა და ბეჭდების გამოყენების წესები;
•  კორესპონდენციის და სარეგისტრაციო ჟურნალების დამუშავება-წარმოება;
•  მმართველობითი (საგანმკარგულებლო) დოკუმენტების მომზადება/გაფორმება/რეგისტრაცია;
•  საინფორმაციო და საცნობარო დოკუმნეტების შედგენა;
•  საორგანიზაციო დოკუმნეტების პროექტების მომზადება;
•  დაწესებულების პერსონალთან დაკავშირებული დოკუმნეტების მომზადება;
•  საქმიანი ურთიერთობების ეთიკისა და ესთეთიკის წესები;
•  მიღებისა და შეხვედრების პროტოკოლი;
•  საქმიანი ვიზიტების (მივლინების) ორგანიზება
•  სამუშაო დროის დაგეგმვა, დავალებებისა და საქმეების გადანაწილება პრიორიტეტების მიხედვით, დროის
    მენეჯმენტი;

•  საარქივო საქმისწარმოება

შეფასებები:

წერითი მეთოდი - ტესტი ან/ ზეპირი გამოკითხვა; პრაქტიკული დავალება;

ტექნიკური აღწერილობა

სწავლის ხანგრძლივობა: 12 კვირა (3 თვე)  - 144  საათი.  მოიცავს, როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ მეცადინეობას. პროგრამა ითვალისწინებს სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების ფორმას.

სწავლების ენა: ქართული

სწავლების ფორმა: დისტანციური

მისაღები პროცედურები 

პროგრამაზე დაშვების წინაპირობა: სრული ზოგადი განათლება;

დაინტერესებულმა პირებმა რეგისტრაცია (ბოლო ვადა 2021 წლის 25 სექტემბერი) უნდა გაიარონ შემდეგ ბმულზე: https://vet.emis.ge/#/training-registration

რეგისტრაციის დასრულების შემდეგ, ჩატარდება გასაუბრება, რომლის დროსაც მსმენელმა უნდა წარმოადგინოს (მატერიალური ან ციფრული სახით) პირადობის მოწმობა და განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი;

შერჩევის კრიტერიუმები:

  • მოტივაცია
  • კომუნიკაციის უნარი
  • საოფისე პროგრამების ცოდნა

სწავლა დაიწყება 2021 წლის 4 ოქტომბრიდან;

 

სწავლის საფასური

პროგრამის ღირებულება: 350 ლარი

გადახდის გრაფიკი: თანხის ნაწილი, 175  ლარი უნდა ჩაირიცხოს სწავლის დაწყებამდე, ხოლო მეორე ნაწილი სწავლის დასრულებამდე 1 თვით ადრე.

ოჯახის წევრების სწავლის შემთხვევაში, მეორე და მესამე პირს სწავლის საფასური გაუნახევრდება.

საბანკო რეკვიზიტები:

სს „ თიბისი ბანკი“
საბანკო კოდი: TBCBGE22
მიმღების დასახელება: ა(ა)იპ ახალი პროფესიული კოლეჯი
ანგარიშის ნომერი: GE34TB7078836080100004

გადახდისას, დანიშნულებაში მიუთითეთ პირადი ნომერი და პროგრამის სახელწოდება.

სერთიფიკატი

პროგრამის ყველა შედეგის დასრულების შემდეგ, მსმენელებს გადაეცემათ  სახელმწიფოს მიერ აღიარებული
სერტიფიკატი.

საკონტაქტო ინფორმაცია

ა(ა)იპ ახალი პროფესიული კოლეჯი, ქ. თბილისი, (სოფელი დიღომი), დავით აღმაშენებლის ქუჩა 52

ტელ: 591002025

ელ. ფოსტა: This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.