Proficollege

http://www.1canadianantibiotics.com/

კოლეჯის ისტორია

საქართველოს საპატრიარქოს „ახალი პროფესიული კოლეჯი“

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით, 2010 წლის მაისში დაფუძნდა და ავტორიზებულ სტატუსში სასწავლო პროცესი დაიწყო წმიდა ექვთიმე ღვთისკაცის სახელობის პროფესიულმა საგანმანათლებლო კოლეჯმა.

შვიდი წლის მანძილზე, პროფესიულ პროგრამებთან: - ოფისის მენეჯერი, ბუღალტერი, კორესპონდენტი, გიდი, მასაჟისტი, ექთნის თანაშემწე/მომვლელი/ძიძა, მემინანქრე, სამკერვალო ნაწარმის სპეციალისტი) - ერთად, დაწესებულება ახორციელებდა მოკლევადიან სასერთიფიკატო კურსებს.

თეორიული და პრაქტიკული მეცადინეობების სრულყოფილ განხორციელებას დიდად შეუწყო ხელი შესაბამისი ტექნოლოგიებითა და ინვერტარით აღჭურვილმა გარემომ, რომელიც საქართველოს საპატრიარქოს ფინანსური მხარდაჭერით შეიქმნა.

2018 წელს, ავტორიზაციის ვადის ამოწურვის შემდგომ, დაწესებულებამ მეორედ მოიპოვა ავტორიზებული პროფესიული (საზოგადოებრივი) კოლეჯის სტატუსი და ფუნქციონირება განაგრძო შეცვლილი სახელით: „ახალი პროფესიულ კოლეჯი.“

ამჟამად, საქართველოს საპატრიარქოს დაფინანსებით, სწავლება მიმდინარეობს, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის გიდის (IV საფეხური) და საოფისე საქმის (IV საფეხური) პროფესიულ პროგრამებზე.

კოლეჯში ასევე ფუნქციონირებს სახელობო სწავლების ცენტრი, სადაც მოკლევადიანი სასერთიფიკატო კურსების საშუალებით ხდება მემინანქრის, მკერავისა და თექის დამუშავების ოსტატების მომზადება.